მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

პოლონეთში დაკარგულის ახლობლები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა გარდაცვლილია

პოლონეთში გაუჩინარებული 24 წლის დიტო ხალხელაურის ნათესავები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა გარდაცვლილია, თუმცა, მისი ცხედარი ჯერ არ უნახავთ.

მამიდის, მარიკა გერგიშვილის განმარტებით, მას პოლონეთიდან აცნობეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ნივთები, მდინარის პირას იპოვეს და ფიქრობენ, რომ ის გარდაიცვალა.

” ახლახანს ჩვენმა ნათესავმა ბიჭმა დაგვირეკა, რომ დიტო სავარაუდოდ, გარდაცვლილია, რადგან მისი ნივთები მდინარის პირასაა ნაპოვნი. ახლა ელოდებიან მყვინთავებს, რომ ცხედარი ნახონ. შევიდა და დაიხრჩო, თუ ვინმემ მოკლა, ჯერ ვერაფერს გეტყვით, ესაა, რაც ამ წუთებში ვიცით და ველოდებით რას შეგვატყობინებენ”- განაცხადა რადიო ჰერეთთან გერგიშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრებ დიტო ხელხელაურს, ვარშავაში, ერთი კვირაა ეძებენ.ის, პოლონეთში სამუშაოდ, ოთხი წლის წინ წავიდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button