“პოროშენკო დონბასში სასურსათო ბლოკადას დააწესებს”

უკრაინის მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ, დონბასში სასურსათო ბლოკადის შემოღება გადაწყვიტა.

კიევი, დონბასის სეპარატისტებისგან სროლის შეწყვეტას და ტყვეების გათავისუფლებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურსათის მიწოდებას დაბლოკავს.

ამასთან დაკავშირებით, ფრაქცია „პეტრე პოროშენკოს ბლოკი“-ის ლიდერი იური ლუცენკო აცხადებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ყველა მოქალაქე, დაუყოვნებლივ, უკრაინის მიერ კონტროლირებად რაიონებში უნდა დაბრუნდეს და სეპარატისტებისთვის სურსათის მიწოდება შეწყვიტოს.

„სურსათის, სახალხო მოხმარების საქონლის შეტანა დონეცკში და ლუგანსკში უნდა შეწყდეს. ასეთია პრეზიდენტის მტკიცე გადაწყვწტილება“, – დასძინა ლუცენკომ.

მსგავსი პოსტები

Back to top button