პრემია-დანამატების საჯარო დაწესებულებაში – აუდიტის სამსახურის დასკვნა [Audio]

პრემია-დანამატები და მანკიერი პრაქტიკა საჯარო დაწესებულებაში. აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული სპეციალური დასკვნით ირკვევა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემია-დანამატებისთვის გაცემული თანხა ყოველწლიურად იზრდება.

დასკვნაში საუბარია კონკრეტულ უწყებებზეც. ამ საკითხებზე კომენტარი გენერლაურმა აუდიტორმა გააკეთა.

მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც უნდა დარეგულირებულიყო პრემიების გაცემის წესი. ლაშა თორდია ამბობს, რომ კონკრეტულ სამინისტროებში პრემია-დანამატები სწორედ ამ წესის დარღვევით გაიცემა.

ასეთ უწყებებად დასახელებულია შსს, ჯანდაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულების და ფინანსთა სამინისტროები. როგორც დასკვნაშია მითითებული, ამ სამინისტროების მხრიდან ხდებოდა დადგენილი ლიმიტების გვერდის ავლით პრემიების გაცემა და ამის ფონზე ყოველწლიურად იზრდება პრემია-დანამატების თანხის რაოდენობა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, უწყების მხრიდან რეკომენდაცია პრემიების და დანამატების გაცემის დამატებითი რეგულაციების შემოღებასთან დაკავშირებით, ყოველწლიურად გაიცემა.

მოუსმინეთ ლაშა თორდიას ხმას►

ამ თემაზე განმარტებები გააკეთეს მინისტრებმაც.

მოუსმინეთ დავით სერგეენკოს და ტარიელ ხეჩიკაშვილის ხმას►

 

მსგავსი პოსტები

Back to top button