მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია დაიწყო

მედიასაშუალებების ორგანიზებით დაგეგმილ აქციაზე მონაწილეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა არის პრემიერი მინისტ, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა.

საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე მოწყობილია სცენა და შეკრებილნი არიან როგორც მოსახლეობა, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები.

აქცია უკვე დაწყებულია. ინგა გრიგოლიას თქმით, აქციებს ექნებათ პერმანენტული სახე იქამდე, სანამ არ დაისჯებიან დამნაშავეები და პასუხისმგებლობას არ აიღებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, „რომელიც დღეს ჟურნალისტებს დაემალა“.

„პრემიერ-მინისტრმა გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას ეშინია კრიტიკული შეკითხვების და ჩვენი არხების გარეშე ატარებენ ღონისძიებებს. ხელისუფლება არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, მინდა ვუსურვო მათ, რომ დროულად მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილებები. ის საერთაშორისო რეაქციები, რაც ჩვენი პარტნიორებისგან მოდის ძალიან სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, ამის საპასუხოდ, ლამის აშშ-ს ელჩს და სახელმწიფო მდივანს აბრალებენ, რომ „ნაციონალია”. გვიპასუხებენ თუ არა ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე, ლექსოს სურათი მათ ყოველთვის ექნებათ წინ. ჩვენ ვითხოვთ პასუხისმგებელი პირების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, გუშინ შოუ მოგვიწყვეს, მოძალადეთა ლიდერების სახლებში ჩხრეკები და დაკითხვაზე გადაიყვანეს, რა არის გამოსაძიებელი? ვის ატყუებენ, ეს მოძალადე ჯგუფები რეალურად არის ,,ქართული ოცნების” იატაკქვეშა დაჯგუფება”. – აღნიშნა  გრიგოლიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button