პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვირიკაშვილი დასახელდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდა.

კვირიკაშვილი მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე ცვლილებას არ გამორიცხავს.

“რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით გუნდი და არ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვან დრამატულ ცვლილებებს უნდა ველოდოთ. რამდენიმე ცვლილება შესაძლებელია იყოს”, – განაუცხადა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

“მე ვაპირებ უბრალოდ დავისვენო, დანარჩენს გვაჩვენებს დრო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.

უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ პრემიერ-მინისტრობასთან ერთად, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტსაც ტოვებს.
ღარიბაშვილმა ასევე წარმატება უსურვა მომავალ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.

მსგავსი პოსტები

Back to top button