საბერძნეთში როდოსის კოლოსის ქანდაკებას აღადგენენ

განვლილი 2 ათასი წლის შემდეგ საბერძნეთში ცნობილი როდოსის კოლოსის ქანდაკების აღდგენას გეგმავენ, – წერს The Times.

არქიტექტორების ჩანაფიქრით, ახალი ქანდაკება 135 მეტრ სიმაღლის იქნება, რაც დედანთან შედარებით 5-ჯერ მაღალია.

ავტორების მტკიცებით, ახალი კოლოსის აგების იდეა იმაში მდგომარეობს, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ საბერძნეთი ფინანსური კრიზისიდან თავის დაღწევას აუცილებლად შეძლებს.

პროექტის ღირებულება 250 მილიონ ევროს შედგენს და მისი დაფინანსება კერძო შემოწირულობის ხარჯზე განხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ როდოსის კოლოსი მსოფლიოს შვიდ საოცრებათა რიცხვში შედის და ძველბერძნული მზის ღმერთის – ჰელიოსის პატივსაცემად აიგო. იგი კუნძულ როდოსს 80 წლის განმავლობაში ამშვენებდა და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 226 წელს მიწისძვრის შედეგად განადგურდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button