პრემიერი ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმების საკითხის შესწავლას ითხოვს

პრემიერმინისტრი ჯარში სავალდებულო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვას მთავრობის სხდომაზე ითხოვს.
გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ საკითხის განხილვა უშიშროების საბჭოს სხდომაზეც უნდა მოხდეს. პრემიერმინისტრის ეს განცხადება საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა დღეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაახმაურა.
თინა ხიდაშელმა გააუქმა სამხედრო-სავალდებულო სამსახურში სავალდებულო გაწვევა. ამ ბრძანებას მინისტრმა ხელი საჯაროდ მოაწერა.
გადაწყვეტილება მხოლოდ შეიარაღებულ ძალებში გაწვევას ეხება.