საქართველოსიახლეები

პრემიერის გამოსვლამ შს მინისტრს ძილი მოჰგვარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში მივიდა და კორონაპანდემიისას ხელისუფლების მოქმედებებზე ანგარიში წარდგინა.

მთავრობის მეთაურმა საუბრის ძირითადი დრო ხელისუფლების ქებას დაუთმო.

გიორგი გახარიას გამოსვცლას მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებიან. მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც იმყოფება.

სოციალური ქსელი უკვე მოიცვა ფოტო კადრმა, სადაც ჩანს, რომ მინისტრს გახარიას გამოსვლამ ძილი მოჰგვარა.

სხვა კადრში ჩანს, რომ ძილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსაც მოერია.

მსგავსი პოსტები

Back to top button