პრემიერის განცხადება ვაქცინაციაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს

პრემიერის განცხადება ვაქცინაციაზე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შეაფასეს
“ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იაზრებს ვაქცინაციის მნიშვნელობას, აუცილებლად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციაში”- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან, ნინო წილოსანი, პრემიერ- მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ვაქცინაციის შესახებ.
წილოსანი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სიკვდილიანობა მინიმუმამდე დაჰყავს.
” ვაქცინაცია არის ყველაზე საუკეთესო საშუალება, რომ პანდემიის პირობებში თავიდან ავიცილოთ ფატალური შედეგები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყოს მინიმუმი. ამიტომ ვაქცინაცია არის მნიშვნელოვანი პროცესი და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ამ ყველაფერს იაზრებს, უნდა ჩაერთოს ვაქცინაციაში.
ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის მოქალქეებს შესთავაზა სხავადასხვა ვაქცინის ფართო არჩევანი, რათა ნებისმიერს ჰქონოდა აცრის დროულად ჩატარების შესაძლებლობა. ამავდროულად, ფინანსური წახალისებითა თუ მწვანე პასპორტებით, შეიქმნა მექანიზმი პროცესის აქტიურობისათვის. ამიტომ ბრალდება, რომ რომელიმე ჩვენგანს შეიძლება ჰქონდეს არასწორი დამოკიდებულება ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ეს არის უბრალოდ, არასწორი”– განაცხადა უმრავლესობის წევრმა.
სკანდალური განცხადება ვაქცინის თაობაზე , პრემიერმა ღარიბაშვილმა, დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
” ომიკრონზე ვაქცინა არ მუშაობს”, განაცხადა მან და მწვანე პასპორტების გაუქმების თაობაზე, ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების ახსნას შეეცადა.
ღარიბაშვილმა მაგალითად, საკუთარი თავი დაასახელა,რომ მიუხედავად ფაიზერით ორჯერადად ვაქცინაციისა, კორონავირუსის სხვადასხვა შტამით, ორჯერ დაინფიცირდა.
პრემიერ- მინისტრის განცხადებას სამედიცინო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა.
ირაკლი ღარიბაშვილი ანტივაქსერობასა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა წახალისებაში, ერთხმად დაადანაშაულეს.