მნიშვნელოვანისაქართველო

პრემიერმა შვიდი ახალი გუბერნატორი წარადგინა – არცერთი ქალი არ არის

საქართველოს პრემიერმა 7 რეგიონის ახალი გუბერნატორები დაასახელა. ახალი რწმუნებულები მამუკა ბახტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა. არცერთი მათგანი ქალი არ არის.

პრემიერის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია იქნება. მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად კი შალვა კერესელიძე ინიშნება.

ქვემო ქართლის რწუმნებულის თანამდებობაზე პრემიერმა შოთა რეხვიაშვილი დაასახელა. ის ოკუპრიებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთან მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

სამცხე ჯავახეთის რეგიონის რწმუნებულის თანამდებობაზე ბესიკ ამირანაშვილი დასახელდა. შიდა ქართლის კი გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება.

იმერეთს შავლეგო ტაბატაძე უხელმძღვანელებს, სამცხე- ჯავახეთს ბესიკ ამირხანაშვილი. გურიის რეგიონის რწმუნებულად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნასარაია დაასახელა.

საკადრო ცვლილებები შეეხოთ გუბერნატორების მოადგილეებსაც, პრემიერმა სამეგრელო – ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ, სოფელ ჭუბერში მერიის წარმომადგენელი ნინო ვიბლიანი დანიშნა.

თანამდებობებს ინარჩუნებენ კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე.

ბახტაძემ ხუთი გუბერნატორი თანამდებობიდან 26 ივლისს გაათავისუფლა.

მსგავსი პოსტები

Back to top button