პრესაში Airbus A321-ის ბოლო გადალაპარაკება გამოქვეყნდა
ეგვიპტეში დაღუპული ავიალაინერის – Airbus A321-ის პილოტებს კატასტროფამდე, ბორტზე არსებული ტექნიკური მოუგვარებლობის შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონიათ, – Интерфакс-ი კაიროს საინფორმაციო წყაროზე დაყრდნობით.
“საფრენი ეკიპაჟის დისპეტჩერებთან გადალაპარაკებიდან ჩანს, რომ თვითმფრინავის რადარებიდან გაუჩინარებამდე 4 წუთით ადრე სიტუაცია უშტატო არ იყო. ეკიპაჟის წევრებს დისპეტჩერებთან რიგითი დიალოგი ჰქონდათ და ბორტზე არსებული მოუგვარებლობის შესახებ, მფრინავებმა არაფერი იცოდნენ”, – გადმოსცემს ეგვიპტური წყარო.
მან აგრეთვე დასძინა, რომ ჩანაწერზე, თვითმფრინავის რადარებიდან გაუჩინარებამდე, საშტატო ფრენისთვის უჩვეულო ბგერები ისმის, თუმცა მფრინავებს უბედურების სიგნალი არ გადმოუციათ. ჩანაწერიდან ჩანს, რომ უშტატო სიტუაცია უცაბედად შეიქმნა და ეკიპაჟისთვის მოულოდნელი იყო.
კომპანია “Когалымавиа”-ს ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ Airbus A321-ის აფეთქების მიზეზი ჰაერში გარეშე ფაქტორების ზემოქმედება შეიძლება ყოფილიყო..
Stratfor-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ავარიის მიზეზი, თვითმფრინავის ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო.
შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს,ავიაკომპანია “Когалымавиа”-ს ლაინერი Airbus А321 ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა.თვითმფრინავის ბორტზე 224 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 217 რუსეთის მოქალაქე იყო.
ლაინერი აფრენიდან, დაახლოებით 23 წუთში რადარებიდან გაუჩინარდა. ლაინერი შარმ-ელ-შეიხი — სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა, მათ რიცხვში 25 ბავშვი იყო.