მნიშვნელოვანირეგიონი

,,არა რუსულ თვითმფრინავს”_თელავში ხვალ აქცია გაიმართება

აქციას ,,არა რუსულ თვითმფრინავს” თელავში შეუერთდებიან.

19 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წინ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქალაქეები შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყებას გააპროტესტებენ.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა, რომლებიც აქციის ორგანიზატორები არიან, შესაბამისი განცხადება უკვე გაავრცელეს.

,,რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს, პირველ ფრენას საქართველოში 19 მაისს შეასრულებს. ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, არ შევეგუოთ ხელისუფლების მორიგ ღალატს და დავიცვათ საკუთარი ღირსება, სუვერენიტეტი. 19-ში, 12:00 საათზე, ვიკრიბებით თელავის მუნიციპალიტეტისმერიის წინ, რათა გავაპროტესტოთ მოსკოვი-თბილისის პირველი რეისი, რომელიც თბილისის აეროპორტში 13:50-ზე დაჯდება. უნდა ვიცოდეთ, რომ აზიმუტი არის ავიაკომპანია, რომელსაც: ეკრძალება ევროპის საჰაერო სივრცეში ფრენა;

„აზიმუტის“ თვითმფრინავებს აწარმოებს კომპანია (United Aircraft Corporation), რომელიც სანქცირებულია. United Aircraft Corporation სანქციების ქვეშ მოყვა იმიტომ, რომ აწარმოებს ბომბდამშენებს, რომლებსაც რუსეთი საქართველოსა და უკრაინის დასაბომბად იყენებს. ავიაკომპანია „აზიმუტის“ თანადამფუძნებელი ვიტალი ვანცევი პუტინის ახლო გარემოცვის წევრია. ხელისუფლების პირობებში, ქართველმა ხალხმა უკვე რამდენჯერმე გადაარჩინა საკუთარი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული გაუტეხელი წინააღმდეგობით. კიდევ ერთხელ უნდა დავდგეთ ერთად და გავაკეთოთ ყველაფერი, თითოეული ჩვენგანის ევროპული მომავლისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ,განკარგულებას საქართველოში ფრენების აღდგენისა და საქათველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ხელი 10 მაისს მოაწერა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აუქმებს რუსეთის მოქალაქეებისთვის გაცემულ რეკომენდაციას, რომ თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან.

პირდაპირი ფრენები საქართველოსთან რუსეთმა 2006 წლის ოქტომბერში, ორ ქვეყანას შორის ჯაშუშების სკანდალის შემდეგ შეწყვიტა. 2008 წელს ფრენები რამდენიმე თვით განახლდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ, ისევ შეწყდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button