მნიშვნელოვანისიახლეები
პრეზიდენტი დღეს ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს შეხვდება

პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის პროცესს განაგრძობს -ორბელიანის სასახლეში მმართველი პარტიის წევრები ცოტახნის წინ გამოჩნდნენ.
მეხუთე პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრას მმართველი პარტიის თვამჯდომარე ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე მართავენ. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სალომე ზურაბიშვილს დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარე, ნიკა მელიაც შეხვდება. არსებული ინფორმაციით, ნიკა მელია პრეზიდენტთან შესახვედრად კრიზისის დაძლევის კონკრეტული ხედვებით და წინადადებით მიდის.
მეხუტე პრეზიდენტი უკვე მეორე კვირაა ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიადულ შეხვედრებს მართავს.
ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით პოლიტიკოსებთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ დაიწყო.