მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პრეზიდენტი მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინშია

პრეზიდეტმა არჩევნების მე-2 ტურში ხმა უკვე მისცა და აღნიშნა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტი  მრავალპარტიული იქნება.ოპოზიციის საერთო ბოიკოტის პარალელურად, მისი თქმით, ხმა სწორედ ამგვარ საკანონმდებლო ორგანოს მისცა.

„მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, ისევე როგორც მთელ საქართველოს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი, მრავალპარტიული პარლამენტი. ეს არის ის, რაც ქართველმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა და 9 პარტიას მისცა ხმა. მე მგონი, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამომრჩეველს და მის სურვილს. ეს პარლამენტი მნიშვნელოვანი იქნება და მისი საქმიანობა დაიწყება ძალიან მალე, რადგან ჩვენ უნდა მივიღოთ ის ბიუჯეტი, რომელიც ამ ზამთარს, გამომდინარე პანდემიის და სოციალური კრიზისიდან, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ძნელად წარმომიდგენია, ბიუჯეტი იყოს ისე მიღებული, რომ ყველა არ მონაწილეობდეს და ძნელად წარმომიდგენია არ ვეცადოთ, ეს იყოს ჩვენი ერთიანი გადაწყვეტილება, რომ დავძლიოთ ეს კრიზისი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების II ტური იმართება.

თუმცა, ოპოზიცია პირველი ტურის შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს. შესაბამისად, ბოიკოტს უცხადებს არჩევნების II ტურსაც. და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button