პრეზიდენტი მზად არის ივანიშვილს უმასპინძლოს

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

ციტატა: “მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გამოითქვა მოსაზრება პრეზიდენტის ფუფუნებისადმი მიდრეკილებასთან დაკავშირებით, მე ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს. პრეზიდენტი მზად არის, უმასპინლოს ბიძინა ივანიშვილს და 20/30-ს ანალიტიკოსებს საკუთარი საცხოვრებელი ფართები დეტალურად დაათვალიერებინოს ყველა მედიასაშუალების თანდასწრებით, ნებისმიერ დროს. ამავდროულად, ცხადია, შესაძლებელია, დაათვალიერონ ავლაბრის რეზიდენციაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პრეზიდენტის სამუშაო და არა საცხოვრებელი ადგილი. პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში არ ცხოვრობს”,- განაცხადა აბაშიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button