პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ილია მეორეს შეხვდა.
ციტატა მარგველაშვილის განცხადებიდან:
“მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა პატრიარქის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების, რომ მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა. მას არ უთქვამს ისაუბრეს თუ არა თემაზე, რომელიც ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალურია.
ილია მეორემ რამდენიმ დღის წინ სურვილი გამოთქვა, რომ მას პატიმრების შეწტყალების უფლება მიეცეს. როგორც ცნობილია, მოგვიანებით საპატრიარქომ განმარტა, რომ ილია მეორის მხრიდან ეს იყო უბრალოდ სურვილი და არ მოთხოვნა.