თელავში 53 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს

53 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს თელავში. პოლიციის წინასწარი ინფორმაციით ეს იყო მკვლლეობა, რომელიც გარდაცვლილის სახლში მოხდა.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, ეჭვმიტანილს მოკლულის ვალი ჰქონდა 800 ლარამდე და ამის მიუხედავად დამატებით ფულს სთხოვდა, რასაც მათ შორის შელაპარაკება მოჰყვა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ეჭვმიტანილმა ქალი ბინის კართან ნაჯახით თავში რამდენჯერმე დარტყმით მოკლა. ეჭვმრიტანილი თელავში მცხოვრები 31 წლის მამაკაცია.

პოლიცია ამბობს, რომ ბრალდებული უკვე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button