პრეზიდენტის სიძე დაჭრეს

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქ.თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური დაჭრეს.

ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

გოგოჭური რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით,მინდია გოგოჭურს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიასთან აცხადებენ, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე მუხლით, რომელიც იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და 118-ე მუხლით, სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

 

გამოყენებულია ნეტგაზეთის ფოტო.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button