პრეზიდენტის სიძეს ოპერაცია ჩაუტარდა

პრეზიდენტის სიძის ოპერაცია დასრულდა და ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მინდია გოგოჭურს ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდა.

პრეზიდენტის სიძეს ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. თბილისში საქართველოს პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური 11 იანვარს, ღამით დაჭრეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე [იარაღის უკანონო შეძენა-შენხვა-ტარება] და 118-ე [სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება] მუხლებით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button