მნიშვნელოვანისიახლეები

პრეზიდენტმა აქციიის მონაწილეებს დღეს მიმართა

მინდა მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს დემონსტრაციის დროს გამოსვლას აპირებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მიმართვისას განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი აქციის „შინ ევროპისკენ“ მშვიდ ვითარებაში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

პრეზიდენტმა ასევე სამართალდამცავებს მიმართა, რომ წესრიგი უზრუნველყონ.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპული საბჭოს სხდომამდე ქვეყნის ინტერესების დაცვაზე.

„იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს. მე, ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, რომ ეს ბოლო დღეები გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, როგორც გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ვაგზავნით წერილებს ყველა ჩემს კოლეგასთან, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვათ ამ გადამწყვეტ ევროპულ საბჭოს სხდომამდე. ჩვენი ბოლო არგუმენტები რომ წარვადგინო, ასევე ჩვენ ჩავწერეთ და გავუშვებთ უკვე „ტვიტერზე“ ჩემს მიმართვებს ჩვენს კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც და ამ საშუალებითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ მოგვანიჭონ ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის, რომელზეც ალბათ ვერც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებს, მაგრამ გვაძლევს ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენ ჩვენი თავი წარვადგინოთ როგორც ღირსეულმა, ევროპულმა ქვეყანამ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ დღეს აქციაზე გასვლას და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„მინდა, მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო გვინდა, ეს არის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, ვინაიდან ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რაც არის მისაღები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველო თავისი ისტორიის გადამწყვეტ მომენტშია და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

„იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ, ეს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ. მე ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ ეს დღეები გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, როგორც მე გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ყველა ჩემ კოლეგასთან ვაგზავნი წერილებს, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვა ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე ჩვენი ბოლო არგუმენტები რომ წარვადგინო, ასევე ჩვენ ჩავწერეთ უკვე და გავუშვებთ „ტვიტერზე“ ჩემს მიმართვებს ასევე ჩვენ კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც ევროპულ საბჭოს რეკომენდაციას აძლევს მოგვანიჭოს ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის და ალბათ, ამაზე არც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებენ, მაგრამ გვაძლევენ ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება. მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეული ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მინდა, ყველა ის ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც წლის ბოლომდე მიგვიყვანს კანდიდატის სტატუსამდე

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ძალიან ნათლად უნდა ჩანდეს საქართველოდან გზავნილი, რომ ყველას გვინდა ევროპული საქართველო და ევროპული პერსპექტივა.
მინდა მივმართო ხელისუფლებას და დადებითად შევაფასო ის განცხადება, რომელიც დღეს პრემიერის მხრიდან გაკეთდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს.

ზურაბიშვილის თქმით, ღარიბაშვილის განცხადებას აქვს ის მიმართულება, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება.

„ეს არის სწორი და ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვჭირდება. იგივეს ვერ ვიტყვი ზოგიერთი პარტიული განცხადების შესახებ, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და არანაირად არ წაადგება ჩვენს კანდიდატურას და ევროპულ მომავალს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 20 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „როგორც კი საბჭო დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ბრიუსელთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება მაშინვე დაიწყებს მათ შესრულებაზე მუშაობას“.

პრემიერის განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ხელისუფლების დღის წესრიგში ჩადებული.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია სახელწოდებით “შინ ევროპისკენ” იწყება, სამართალდამცავებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

ქვეყნის ევროპული კურსის მხარდამჭერ აქციაზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები

მსგავსი პოსტები

Back to top button