პრეზიდენტმა არჩევნების დანიშვნის თარიღზე ბრძანებულება გამოაქვეყნა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თარიღთან დაკავშირებით ბრძანებულება გამოაქვეყნა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.

ბრძანებულების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე- 2 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 108-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს პარალამენტის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2016 წლის 8 ოქტომბერს.

„დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერით დღეს გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრს და კანონით გათვალისწინებულ ვადაში ველოდებით პრემიერის მხრიდან კონტრასიგნაციას“,-აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button