პრეზიდენტმა კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.

გიორგი მარგველაშვილმა განცხადება დღეს გააკეთა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს გადაეგზავნება.

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა 14 მაისს მიიღო, კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს 20 მაისს გადაეგზავნა.

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ვენეციის კომისიასაც.

“ჩვენი დამოკიდებულების შინაარსი და კითხვის ნიშნები ეხებოდა სასამართლოს ფუნქციონირებას, რამდენად ფუნქციონირებადი იქნებოდა ამ კანონების შედეგად საკონსტიტუციო სასამართლო. ნათლად გამოვლინდა, რომ ის, რაც ჩვენ გვაწუხებდა, აწუხებს ასევე ვენეციის კომისიასაც და მათთვის ის ფორმულირებები, რომლებიც იყო კანონში დაფიქსირებული, მიუღებელი აღმოჩნდა. ჩვენი თანამშრომლობის შედეგად ბატონ პრემიერმინისტრთან მე მაქვს იმედი რომ ჩვენი პოზიციები იქნება გაზიარებული და პარლამენტი ვეტოს გაიზიარებს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გააგრძელებს ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button