პრეზიდენტმა სტიქიის დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა

სასჯელაღსრულების სამინისტროში ადასტურებენ, რომ პრეზიდენტმა სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების მამა შეიწყალა.

უწყებისგანცხადებით, მსჯავრდებული უკვე სახლშია. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მსჯავრდებულის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იგი მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სტიქიით დევნილ, სასტუმროში შეფარებულ ბავშვებს მსჯავრდებული მამა მიუყვანა და დიასახლისს თავისი ხელფასი გადასცა.

პრემიერმინისტრისა და მინისტრის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ პრეზიდენტს აღნიშნული მსჯავრდებულის შეწყალების თხოვნით მიმართა.

მსგავსი პოსტები

Back to top button