მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს [პოლიტპატიმრებად დასახელებული] ხალხი”

8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას, ქართული ოცნების დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა პატიმრები უნდა შეიწყალოს. როგორც მან TV პირველთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა, პოლიტიკური პროცესი ჩიხშია მოქცეული და პრეზიდენტმა “ეს ჩიხი უნდა გახსნას”.

“რომც გვყავდეს პოლიტიკური პატიმრები, უმრავლესობა ვერ აღიარებს. ჩვენ გვყავს ზეპარტიული, კონსტიტუციით ყოველ შემთხევაში, ზეპარტიული პრეზიდენტი. ამიტომ პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, უნდა შეიწყალოს ეს ხალხი და გამოუშვას. რატომ? მთავარი ამოცანაა, რომ 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ”. — აღნიშნა ოქრიაშვილმა.

მისივე თქმით, ის არ აპირებს საკონსტიტუციო ცვლილებებს დაუჭიროს მხარის. ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას არც მისი თანაგუნდელი ენზელ მკოიანი აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button