მნიშვნელოვანისაქართველო
“პრეზიდენტობის კანდიდატებმა არჩევნებისთვის 13 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს”

საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ გაწეული საერთო ხარჯი 13 მილიონ 839 ათას 319 ლარია, აქედან 7 მილიონზე მეტი რეკლამებში დაიხარჯა.
თანხა პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 1-ელი აგვისტოდან 28 ოქტომბრის ჩათვლით აითვისეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თანხის უმეტესი ნაწილი, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატზე მოდის.
სალომე ზურაბიშვილმა რეკლამაში სულ 5 მილიონ 200 ათასზე მეტი ლარი დახარჯა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” კი დაახლოებით 633 ათასი.