მნიშვნელოვანისაქართველო

სასამართლომ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოდ ცნო

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ფოტორეპორტიორები უდანაშაულოდ ცნო.

2011 წელს დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული ფოტორეპორტიორების, ნათია და ირაკლი გედენიძეების, ზურაბ ქურციკიძისა და გიორგი აბდალაძის საქმეზე პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვდა.

სასამართლოში დღეს „ქართული ოცნების“ რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. მისი თქმით, ქვეყანას ყველაზე მეტად სამართლიანობის აღდგენა სჭირდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button