მნიშვნელოვანისაქართველო

პრეზიდენტს ბაჩო ახალაიას შეწყალების თხოვნით მიმართეს

გენერალმა გოგი თათუხაშვილმა ბაჩო ახალაიას შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, სადაც წერია, რომ თათუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ომის ვეტერანთა და ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლების შეწყალების თხოვნით მიმართა, მათ შორის არის ბაჩანა ახალაიაც.

ადმინისტრაციის განცხადებით, კანონმდებლობის შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ავტომატურად მიმართა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და 17 ადამიანის შესახებ სათანადო დოკუმენტაცია გამოითხოვა.

თავის მხრივ, პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას მიმართავს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალია. ის მოუწოდებს კომისიას, არ განიხილონ მისი შეწყალების საკითხი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ მიმართა შეწყალების კომისიას და რატომ განიხილება მისი საკითხი მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ.

ახალიას განცხადებით, მისთვის შეურაცხმყოფელია კომისიის მხრიდან მისი თავისუფლების თაობაზე ნებისმიერი სახის მსჯელობის გამართვაც კი.

ბაჩო ახალაიას გამოძიება ციხიდან გაქცევის აღიარებისთვის პატიმართა წამებაში ადანაშაულებს. მას სასჯელის ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button