მნიშვნელოვანისაქართველო

პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერს სახელმწიფო დაცვა სიცოცხლის ბოლომდე აღარ დაიცავს

პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარეებს უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა მხოლოდ მომდევნო 1 წლის განმავლობაში დაიცვას.

განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ გააკეთა. 

ჩუბინიძის განმარტებით ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის დაცვის გაგრძელება დამოკიდებული იქნება პერსონალურ და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ სამთავრობო დაცვა იმუშავებს აეროპორტებსა და ე.წ. VIP გასასვლელებში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობა ცოტა ხნის წინ დაიწყო და მიზეზად ბიუჯეტში ფულის დაზოგვა დასახელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button