პრეზიდენტსა და თელავის უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს პრეზიდენტსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
როგორც რადიო “ჰერეთს” უმაღლესი სასწავლებლიდან აცნობეს, მემორანდუმის მიზანი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვაა, რომელიც უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
“ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად, მხარეები სასტიპენდიო და მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივ განხორციელებაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმი განუსაზღვრელი ვადითაა გაფორმებული და მას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველშვილი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ირმა შიოშვილი აწერენ ხელს”, – განაცხადეს უმაღლეს სასწავლებელში.