მნიშვნელოვანიპოლიტიკასიახლეები

მთავრობის ახალი რეგულაციები კორონავირუსის სამართავად

კორონავირუსის გავრცველებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ბათუმში და ქობულეთში სწავლა პირველი ორი კვირის მანძილზე ჩატარდება მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. ჩვეული პრინციპით, საკლასო ოთახებში და აუდიტორიებში სწავლა განახლდება 1 ოქტომბრიდან. ეს შეზღუდვა არ ეხება არც დანარჩენ აჭარას და არც დანარჩენ ქვეყანას.

გიორგი გახარიამ ასევე განაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან ახალი რეგულაცია შეეხებათ იმ ქვეყნიდან საქართველოში ნაცვალგებით შემომსვლელ ვიზიტორებს, რომლებთანაც დღეს თავისუფალი მიმოსვლაა. კერძოდ, 15 სექტემბრის შემდეგ ვინც საქრთველოში შემოსვლას გადაწყვეტს, მას თან უნდა ჰქონდეს დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ არაუგვიანეს 72 საათისა, გაკეთებული აქვს პისიარ ტესტი კოვიდ-19-ზე. პრემიერის თქმით, გამკაცრება შეეხება მხოლოდ იმ ვიზიტორებს, ვინც 15 სექტემბრის შემდეგ აპირებს ჩამოსვლას. მანამდე შემომსვლელებს კი, რადგან ზოგიერთს უკვე ნაყიდი აქვთ საქართველოში ჩამოსასვლელი ბილეთი, ამ ვალდებულებას არ დააკისრებენ, რომ არ გაურთულონ ჩამოსვლა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე მცირდება საკარანტინო პერიოდი 12 დღიდან 8 დღემდე. როგორც გახარიამ განაცხადა, 8 დღიანი კარანტინის შემდეგ ადამიანები გაიკეთებენ პისიარ ტექსტს. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებენ საკარანტინე ზონას და 12 დღის შემდეგ კიდევ ერთხელ მოუწევთ პისიარ ტესტის გაკეთება.

პრემიერმინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებაზე. ლაპარაკია, დახურულ სივრცეებში ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებაზე. მისი თქმით, იგივე აჭარაში ბოლო თვეებში ხალხმრავალი ქორწილები ჩატარდა და მსგავსი შეკრებები გახდა ვირუსის გავრცელების წყარო. როგორც გახარია ამბობს, გამკაცრება ეხება მხოლოდ დახურულ სივრცეში ხალხის შეკრებას, ღია სივრცეში შეკრებების მხრივ არაფერი იცვლება.

„ჩვენი ამოცანაა ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად და შესაბამისი შესაძლებლობა გვქონდეს“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

მისი თქმით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკა გაიხსნა და სწავლაც იწყება.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნების მხრივ არავითარი შეზღუდვა არ იგეგმება და 31 ოქტომბერს კენჭისყრა ჩვეულ რეჟიმში გაიმართება.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვაზე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „მობრძანდეს, ვერავინ და ვერაფერი ქვეყნის სტაბილურობას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს“.

მსგავსი პოსტები

Back to top button