კულტურამოზაიკა

პრინცი ჰარის და მეგან მარკლის ქორწილიდან 1 წლის შემდეგ უცნობი ფოტოები ვრცელდება

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილიდან ერთი წლის თავზე, მათ ინსტაგრამზე ვიდეო გამოქვეყნდა, სადაც სამეფო ცერემონიის დროს გადაღებული 14 უცნობი ფოტო ქვეყნდება.

სამეფო ცერემონიის ფოტო-კოლაჟზე ძირითადად შავ თეთრი ფოტოებია გამოსახული, ასევე ფოტოებს თან ერთვის სიმღერა, This Little Light Of Mine, რომელიც 2018 წლის 19 მაისს, წყვილის ჯვრისწერის დასრულების დროსაც იყო ჩართული ეკლესიაში.

“მადლობა სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის, ეს დღე თითოეულმა თქვენგანმა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აქციეთ”, — წერია მათ მესიჯში.

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ 2018 წლის 19 მაისს იქორწინეს. ერთი წლის შემდეგ, კი მათ შვილი შეეძინათ — არჩი ჰარისონ მაუნტბატენ-უინძორი.

ფოტო: Dominic Lipinski/PA Wire
https://www.instagram.com/p/BxotAfKgy1o/

მსგავსი პოსტები

Back to top button