მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

პრიორიტეტად დასახული ინფრასტრუქტურული პროექტები ლაგოდეხში-რას ფიქრობენ ადგილობრივები

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ლაგოდეხში ადგილობრივებს პრობლემებს უქმნის,ავარიული გზები გადაადგილების დროს მანქანებსაც აზიანებს და ხშირად ფეხით სიარულიც ჭირს. ინფრასტრუქტურული პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტთა ნუსხაშიც აისახა და მიმდინარე წელს ამისათვს 7 მილიონი ლარიც გამოიყო.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო განყოფილების უფროსი, გიორგი მანგოშვილი რადიო ჰერეთთან აცახდებს, რომ ლაგოდეხში განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში წელს ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტში ამ დრომდე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის ფონზე კი ლაგოდეხელები კორუფციულ გარიგებებზე ეჭვობენ. მათი ვარუდით, მსგავსი პროექტები ფულის გათეთრების ერთ-ერთი წყაროა, რადგან შესრულებული სამუშაოების ხარისხი გახარჯულ თანხებთან ხშირად შესაბამისობაში არაა.

ლაგოდეხში არიან ისეთებიც, ვინც ქუჩების მოწესრიგებით კმაყოფილია, თუმცა აცხადებენ,რომ ხელისუფლებამ უპირატესობა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, სოციალურ უზრუნველყოფას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უნდა მიანიჭოს და ბიუჯეტიდან თანხებიც სწორედ ამ კუთხით მიმართოს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 18 600 000 ლარს შეადგენს.

მოიმინეთ, გიორგი მანგოშვილის და ადგილობრივების ხმები

მსგავსი პოსტები

Back to top button