მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში მრავალსაუკუნოვანი ჭადარი ხმება

თელავში მრავალსაუკუნოვან ჭადრის ხეს სპეციალისტების დახმარება სჭირდება. 2017 წელს, საქართველოში, მცენარეთა დაცვის გერმანელი სპეციალისტი იმყოფებოდა, რომელმაც თელავის ჭადრის რეაბილიტაციის დასაგეგმად, სპეციალური საკვლევი მასალა წაიღო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ უცხოელი სპეციალისტები, ხის რეაბილიტაციის პროცესში კორონა ვირუსის პანდემიის გამო, ვეღარ ერთვებიან. მერიის ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელის, დავით ქსოვრელიშვილის განმარტებით, პანდემიის გამო, მერია ქართველი სპეციალისტებს მიმართავს.

” გერმანელი მკვლევარები კორონა ვირუსის გამო, ვეღარ ჩამოდიან. ამიტომ გადავწყვიტეთ, უახლოეს ხანებში, ქართველი სპეციალისტები ჩავრთათ, რომლებიც შესსბამის სამკურნალო პროცესს ჩაატარებენ. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროცედურები მაშინ უნდა დაიწყოს, როცა ყინვები აღარ არის და ტემპერატურა 20 გრადუსამდეა”- განაცხდა ქსოვრელიშვილმა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, თამარ ნადირაძე განმარტავს, რომ პირველ რიგში, მცენარის დაცვა ღობით უნდა მოხდეს, რომელიც მას გარეშე მავნე ზეგავლენისგან დაიცავს.

” უპირველესად, გარშემო მინის ღობე მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ზეგავლენა არ მოხდეს. ადამიანების, ცხოველების ყველანაირი შეხება ხეს აზიანებს და სასარგებლო სოკოს, რომელიც მას ასულდგმულებს, ფხეკს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ ჭადრის ფესვთა სისტემა ჯერ კიდევ ცოცხლობს და მკურნალობა სწორედ ამ სისტემას სჭირდება. ასევე შეიძლება გულის გამოსუფთქვება, მაგრამ ძალიან ფრთხილად, მცოდნემ უნდა გააკეთოს ეს. ყოველთვის ვიყავი ჩართული ჭადრის მოვლა- პატრონობის პროცესში და ახლაც სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, თუ ჩამრთავენ”- განაცხადა ნადირაძემ.

უკვე რამდენიმე წელია, ერეკლე მეორეს სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ მრავალსაუკუნოვან ჭადარს, სპეციალისტების დახმარება სჭირდება.

ხეს, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნისაა, თელავის სავიზიტო ბარათსაც უწოდებენ. უნიკალური ხის სანახავად, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დადიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button