“პროგრესი” 8 მაისს ოკეანეში ჩავარდება [ვიდეო]
ამერიკელი სამხედროები ვარაუდობენ, რომ სატვირთო კოსმოსური ხომალდი “პროგრესი”, 8 მაისს ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში ჩავარდება. ხომალდი, მოსკოვის დროით 16:30 წუთზე, ატმოსფეროს მკვრივ ფენებში შევა.
“პროგრეს М-27М”-მა სტარტი კოსმოდრომ ბაიკონურიდან 28 აპრილს აიღო. ხომალდის და რაკეტის დაშორების შემდეგ რაკეტიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ ხომალდზე “კურსის” სიტემის ანტენები არ გაიშალა. ამის შემდეგ გაირკვა, რომ იგი არა განსაზღვრულ ორბიტაზე იმყოფებოდა და უკონტროლოდ ბრუნავს. ხომალდთან დაკავშირების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.
“პროგრესის” ბორტზე ტვირთებს შორის, რომელიც მას საერთაშორისო სადგურზე უნდა მიეტანა, სურსათიც იყო.
ამასთან იუწყებიან, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე საკვების საკმარისი მარაგი აქვთ, რათა ეკიპაჟს აგვისტოს შუა რიცხვებამდე სურსათის პრობლემა არ ჰქონდეს.
სტარტი ბაიკონურიდან