პროტესტანტებმა მაკედონიაში პრეზიდენტის კანცელარია დაარბიეს [Photo/Video]

13 აპრილს პროტესტანტებმა მაკედონიის პრეზიდენტის – გერგე ივანოვის კანცელარია დაარბიეს, – იუწყება DW.

საპროტესტო აქცია ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, მან უკანონო მოსმენების სკანდალის ფიგურანტები შეიწყალა.

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს ქუჩებში ათასამდე ადამიანი გამოვიდა. პროტესტანტთა ჯგუფი ივანოვის კანცელარიაში შეიჭრა, ფანჯრები დალეწა, ავეჯი დაამტვრია და შენობას ცეცხლი მოუკიდა.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში შეღწევაც ცადეს, მაგრამ პოლიციის კორდონი ვერ გადალახეს.

მაკედონიაში უკანონო მოსმენების სკანდალი 2015 წელს გაჩაღდა, როცა ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლა გრუევსკი და სპეცსამსახურები 20 ათასი ადამიანის სატელეფონო საუბრებს, რომელთა რიცხვში ოპოზიციური პოლიტიკოსები და ჟურნალისტები იყვნენ, უკანონოდ ისმენდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს მაკედონიის პოლიციამ საბერძნეთ-მაკედონიის საზღვარზე მიგრანტთა ჯგუფის წინააღმდეგ ცრემლმდენი აირი გამოიყენა.

სამართალდამცველებმა 50-კაციანი ჯგუფი დაარბიეს, რომელიც საბერძნეთიდან მაკედონიაში უკანონოდ შეღწევას ცდილობდა. მიგრანტებმა პოლიციას ქვები დაუშინეს. ურთიერთ შეხლა-შემოხლის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა, რომ ცრემლმდენი აირი გამოეყენა და ლტოლვილები დაეშალა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33366″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button