მნიშვნელოვანირეგიონი

პროტესტი კახეთში-სოფელ შალაურში საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ-კანონის გვერდის ავლით 6000 კვ.მ მიწის ფართობია მითვისებული

პროტესტი კახეთში- თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში საძოვრის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია იმ ადგილას ჩაატარეს, სადაც გასხვისებულ მიწაზე, კერძო პირი საცხოვრებელ სახლს აშენებს.

აქციის ერთ- ერთმა მონაწილემ რადიო ჰერეთთან განმარტა, კანონის გვერდის ავლით, 6000 კვ.მ მიწის ფართობია მითვისებული.

“ამ ადგილს სოფელი იყენებდა საძოვრებად და ამავდროულად, დასასვენებლად. არ ვიცით, რა გზით, საძოვრებად გამოყენებული მიწები დარეგისტრირდა კერძო პირებზე, როგორც სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების და შემდეგ გაიყიდა სხვა პირზე.ჩვენი ინფორმაციით, ამ საქმეში გარეულია ოცნების ყოფილი დეპუტატი, გელა სეხნიაშვილი. ჩვენ ვიყავით თავის დროზე გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან, რომელიც დაგვპირდა, რომ ამ ადგილებში მშენებლობიე ნებართვა არ გაიცემოდა, თუმცა ახლა , მარტის თვეში, თელავის მერიამ ეს ნებართვა გასცა”- განაცხადა აქციის მონაწილემ.

ადგილობრივები თვლიან, რომ მიწების მითვისება თაღლითურად მოხდა და მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში სამშენებლო ტექნიკის დაზიანებითაც იმუქრებიან.

” გამოდის უნდა საქონელი გავწყვიტოთ, ბავშვები ვაშიმშილოთ და გადავსახლდეთ. ეს საძოვარიც არის და დასასვენებელი ადგილიც. გაყალბდა დოკუმენტი, მიწა ფიქტიურად გადაიყიდა რამდენიმე პირზე და ტერიტორიაზე ახლა კერძო მფლობელი სახლს აშენებს. ჩვენ იძულებულები გავხდებით, როგორც ლოპოტაზეცდა პანკისში გააკეთეს, ტექნიკა დავწვათ. აუცილებლად ციხეში უნდა წავიდე? ვითხოვთ გააუქმონ გაცემული ნებართვა”- განაცხადა აქციის მონაწილემ.

კერძო პირი, რომელიც საძოვრების ადგილას საცხოვრებელ სახლს აშენებს, ამბობს, რომ მიწა საჯარო რეესტრში აქვს დარეგისტრირებული.

” შეგიძლიათ ნახოთ რეესტრში, მე ვიყიდე და დავირეგისტრირე. ყველაფერი მაქვს კანონიერად. პირველად მესმის, რომ მოსახლეობას პროტესტი აქვს”- განაცხადა მიწის მფლობელმა.

თელავის მუნიციპოიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა, რომელმაც მშენებლობაზე ნებართვა გასცა, რადიო ჰერეთის ზარებს არ უპასუხა.

საძოვრისა და დასასვენებელი ადგილის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა, საქმეში ძალოვანი სტრუქტურების ჩართვასა და მიწის მითვისების პროცესის გამოძიებას ითხოვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button