სპორტი

პსჟ და ჩელსი ნახევარფინალში არიან… საპასუხო მოგებამ მეტოქეებს ვერ უშველა

პარიზში გამართული განმეორებით მეოთხედფინალური შეხვედრა მასპინძელთა დამარცხებით დამთავრდა. ბაიერნმა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა,რაც ნახევარფინალის საგზურისთვის საკმარისი არ იყო.

პსჟ-ს მიუნხენში 2:0 ქონდა მოგებული და ბაიერნის მიზანი, რომ მინიმუმ 2 უპასუხო გოლი გაეტანა, – არ გამართლდა.

წინა შეხვედრაში პარიზელებმა მიუნხენში გერმანელები 3:2 დაამარცხეს და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 3:3 დაფიქსირდა.

იმის გამო,რომ პსჟ-ს მეტოქის მოედანზე მეტი გოლი ქონდა გატანილი, მომდევნო ტურის საგზურიც მათი კუთვნილება გახდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ნეიმარი დასახელდა.

პარი სენ_ჟერმენი ნახევარფინალში სიტი-დორტმუნდის შორის გამარჯვბულს შეხვდება. ამ გუნდების პირველი თამაში სიტიმ შინ 2:1 მოიგო. განმეორებითი მატჩი კი დღეს საღამოს, 22:45 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება მომდევნო მეოთხედფინალურ მატჩს, სადაც ჩელსი პორტუს მასპინძლობდა, ანალოგიური რეზულტატით დასრულდა. სტუმრებმა 1:0 სძლიეს მასპინძლებს.

94-ე წუთზე ირანელი მეჰდი ტარემის მაკრატელათი შესრულებული სუპერგოლი საერთო ჯამში პორტუ-ს არ წაადგა. წინა შეხვედრა ჩელსის 2:0 ქონდა მოგებული და ნახევარფინალშიც ისინი გავიდნენ.

ლონდონური კლუბი ნახევარფინალში „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის მოგებულს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button