პუტინი ჯვარზე გააკრეს [Video]
ლატვიის დედაქალაქ რიგაში უჩვეულო პერფორმანსი ჩაატარეს.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის “ფიგურა” ჯვარზე გააკრეს. “ჯვარცმული” პუტინი, ლატვიის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი შენობის შიდა ეზოში განათავსეს.
ლატვიის კულტურის სამინისტრომ კანონით ისარგებლა, რომლის თანახმად, ასეთი „ქანდაკების“ დადგმა არ საჭიროებს შეთანხმებას რიგის ხელისუფლებასთან, ვინაიდან ინსტალაცია ქუჩაში არ ჩატარებულა. რუსეთის საელჩომ ლატვიაში, დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა და შემდეგი განცხადება გააკეთა:
„არსებული ფაქტი აღშფოთებას და ზიზღს იწვევს. დაუშვებლად მიგვაჩნია ასეთი პროვოკაციული „ფიგურის“ გამოჩენა იმ სახელმწიფოს დედაქალაქში, რომელიც ევროკავშირის თავმჯომარე ქვეყანა გახდა. რუსეთის საელჩომ ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ამ აღმაშფოთებელ შემთხვევასთან დაკავშირებით, ველოდებით ოფიციალური რიგის რეაგირებას.“
რიგის მერმა ნილ უშაკოვმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„ინფორმაციისთვის: გამოფენა ტარდება შენობაში, რომელზეც კულტურის სამინისტროა პასუხისმგებელი. იგი არაფერს ათანხმებს თვითმმართველობასთან, რადგან პერფორმანსი ქუჩაში კი არა, შენობის ეზოში ტარდება. რიგის დუმას ჩარევა არ შეუძლია, ასეთია ჩვენი კანონმდებლობა.“
აღსანიშნავია, რომ აქციის მსვლელობის დროს, „პუტინისთვის“ ლურსმნის დაჭედება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”6361″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”10″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy”][/inpost_fancy]