მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„პუტინის იზოლაცია იზრდება“-CNN

გერმანიის კანცლერი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის

“მსოფლიო ლიდერების სამმა მთავარმა სამიტმა, რომელიც გასულ კვირას აზიაში გაიმართა, ერთი რამ ცხადყო: ვლადიმერ პუტინი ახლა მსოფლიო სცენიდან გვერდზეა გაწეული” – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა CNN წერს. ტელეკომპანია CNN გასული კვირის მოვლენების გაანალიზებისას შენიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ჩავიდა G-20-ის სამიტზე ბალიში, სადაც მკაცრად გააკრიტიკეს უკრაინაში შეჭრის გამო.

მედია აღნიშნავს, რომ პუტინი თავად ამბობს უარს საერთაშორისო სამიტებში მონაწილეობაზე და თითქმის არ ტოვებს მოსკოვს. კარნეგის ფონდფის უფროს მეცნიერი, ალექსანდ გაბუევი მედიასთან ამბობს, რომ ამგვარი ქცევის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი შესაძლოა, იყოს პოლიტიკური მანევრების შიში, რაც შეიძლება დაიწყოს თუკი პუტინი დატოვებს მოსკოვს, ასევე, პირადი უსაფრთხოებით შეპყრობილობა და ფრონტზე ხელშესახები წარუმატებლობის ფონზე, დაპირისპირების სცენების თავიდან აცილების სურვილი.

„გასულმა კვირამ აჩვენა, რომ პუტინი სულ უფრო იზოლირებული ხდება, რომ პუტინი თითქმის არ ტოვებს მოსკოვს და მთავარ სამიტებზეც კი არ დადის, – CNN ციტირებს კარნეგის ფონდის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, ალექსანდრ გაბუევს, რომლის თქმითაც, ამგვარი ქცევის ერთ-ეთრთი სავარაუდო მიზეზია პოლიტიკური მანევრების შიშით, რაც შეიძლება დაიწყოს თუკი პუტინი დატოვებს დედაქალაქს, ასევე პირადი უსაფრთხოებით შეპყრობილობა და, ფრონტზე ხელშესახები წარუმატებლდობის ფონზე, დაპირისპირების სცენების თავიდან აცილების სურვილი.

გარდა ამისა, CNN წერს, რომ იმ ქვეყნებსაც კი, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე მკაცრი პოზიცია არ ჰქონიათ, მოთმინება ეწურებათ როგორც ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების პრობლემების, ასევე, მზარდი ინფლაციის გამო, რაც მძიმედ ურტყამს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ეკონომიკას.

ამასთან გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთს მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გაათავისუფლოს გზა მოლაპარაკებებისთვის.

„შეაჩერეთ ეს ომი, გაიყვანეთ თქვენი ჯარები და გაასუფთავეთ გზა სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის, რომელიც შეუძლებელია უკარნახოს რუსეთმა უკრაინას“, – თქვა შოლცმა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კონფერენციაზე, – არც ერთი ქვეყანა არ არის მეზობლის უკანა ეზო. არავის აქვს უფლება მიითვისოს სხვისი ტერიტორია“.

ოლაფ შოლცმა ეს განცხადება ბადენ-ვიურტემბერგში გამართულ სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, დამპყრობლური პოლიტიკის გამო, რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე იზოლაციაში აღმოჩნდა.

გერმანიის კანცლერი ვლადიმირ პუტინის ბოლოს 13 სექტემბერს ესაუბრა ტელეფონით, საათნახევრის განმავლობაში. შოლცმა მაშინაც მოუწოდა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, ჯარების გაყვანისა და უკრაიანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button