მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინის შემდეგ საავადმყოფო-ლუკაშენკო კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

ბელარუსი ოპოზიციონერის, ვალერი ცეპკალოს ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო ჰოსპიტალიზებულია – მისი თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი კლინიკაში ვლადიმერ პუტინთან დახურული შეხვედრის შემდეგ მოათავსეს და ახლა მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

ცეპკალო წერს, რომ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება, თუმცა მისი თქმით, ექიმები ლუკაშენკოს მდგომარეობას კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ ის ტრანსპორტირებას არ ექვემდებარება. აქვე, ის აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს გადასარჩენად ორგანიზებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა მის მოწამვლაში კრემლის შესაძლო მონაწილეობის შესახებ სპეკულაციის თავიდან არიდებას.
ამის შესახებ ბელარუსმა ოპოზიციონერმა ვალერი ცეპკალომ განაცხადა.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიც დამატებით დადასტურებას საჭიროებს, ლუკაშენკო პუტინთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც ამჟამად იმყოფება“, – განაცხადა ცეპკალომ.
მოგვიანებით ცეპლაკომ თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის აპარატის ცენტრალურ დირექტორატში ლუკაშენკოს კლინიკაში გადაყვანას სამედიცინო შემოწმებით ხსნიდნენ.

ლუკაშენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემების შესახებ ინფორმაცია ადრეც გავრცელდა – მედიები წერდნენ, რომ 9 მაისს მოსკოვში გამართული ღონისძიების შემდეგ, ლუკაშენკო გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ ჩნდებოდა, როგორც მან მოგვიანებით თქვა, ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button