მნიშვნელოვანირეგიონი
კახეთში 472 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვეს
კახეთში 472 წარჩინებული მოსწავლე დააჯილდოვეს.
დაჯილდოების ცერემონიალი
თელავში, ერეკლე მეფის სასახლის ეზოში შედგა.
რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის ოქროს და ვერცხლისმედალოსან კურსდამთავრებულებს ჯილდო კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა გადასცა.
კახეთის გუბერნატორის ინიციატივით, წარჩინებულმა მოსწავლეებმა ერთჯერადი ფულადი ჯილდო, ოქროსმედალოსნებმა 500 , ხოლო ვერცხლისმედალოსნებმა 400 ლარი მიიღეს.
საჯარო სკოლების კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონიალს კახეთის რეგიონიდან პარლამენტში არჩეული წევრები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
მედალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას საფუძველი გასულ წელს ჩაეყარა.
წელს კახეთში, სკოლა ოქროს მედალზე 382-მა, ხოლო ვერცხლის მედალზე,90-მა მოსწავლემ დაამთავრა.