მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა გერმანია უკრაინისათვის “ლეოპარდ-2-ის” ტიპის ტანკების მიწოდების გამო გააკრიტიკა და მზად არის მთლიანი არსენალის გამოყვანისთვის

ომის 346 დღეს უკრაინაში მძიმე ბრძოლები ისევ გრძელდება. ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ოთხი დასახლება დაბომბეს. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და ელექტროგადამცემი ხაზები.
სარაკეტო დარტყმა განხორციელდა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე, სამიზნე საცხოვრებელი ზონა იყო. ხერსონის ოლქში კი საბავშვო ბაღი დაიბომბა. აფეთქებები დაფიქსირდა ოკუპირებულ მარიუპოლშიც.
პუტინმა გერმანია უკრაინისათვის “ლეოპარდ-2-ის” ტიპის ტანკების მიწოდების გამო გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მზად არის მთლიანი არსენალის გამოყვანისთვის, ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

აშშ უკრაინისთვის 2 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გამოყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე გამოაცხადა.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის მთლიანი ღირებულება 2.175 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

“დახმარების დღევანდელი პაკეტი საჰაერო თავდაცვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სისტემებს შეიცავს, რომლებიც დაეხმარება უკრაინას თავისი ხალხი დაიცვას, ასევე დაჯავშნილი მანქანები და დამატებითი აღჭურვილობა, მათ შორის Javelin ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსები, საარტილერიო საბრძოლო მასალა და რაკეტები HIMARS სისტემებისთვის”, – თქვა რაიდერმა.

ახალ პაკეტში 181 დაჯავშნილი მანქანა, საშუალო რადიუსის მოქმედების HAWK-ის ორი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 4 საჰაერო დაზვერვის რადარი, 20 რადარი, საზენიტო ქვემეხები და მათთვის საბრძოლო მასალა შევა.
ამას გარდა, აშშ-ის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე ითვალისწინებს Javelin-ის 250 ერთეულს, 155 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალას, ნაღმმტყორცნების 120 მმ კალიბრის ნაღმებს და 190 მძიმე ტყვიამფრქვევს.

რაიდერმა დაადასტურა, რომ სამხედრო დახმარების აღნიშნულ პაკეტში მაღალი სიზუსტის შორი მოქმედების ჭურვებიც შევა, რომელთა მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრს შეადგენს.
კერძოდ, საუბარია Ground Launched Small Diameter Bomb (GLSDB) ჭურვებზე.
“პაკეტის ფარგლებში უკრაინას GLSDB-ს მივაწვდით. ეს მათ საშუალებას მისცემს უფრო დიდი საბრძოლო სიშორე მოიპოვონ და საშუალებს მისცემს საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის ოპერაციები აწარმოონ და დაიბრუნონ სუვერენული ტერიტორიები, რომელთა ოკუპაციაც რუსეთმა მოახდინა”, – თქვა რაიდერმა.

გერმანიამ მოიწონა უკრაინისთვის Leopard 1 ტანკების გადაცემა საკუთარი მარაგებიდან. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა. ლაპარაკია საერთო ჯამში 88 ერთეულზე. ისინი მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ის საწყობებში ინახება. ჰებეშტრაიტის თქმით, ტანკების მიწოდება უახლოეს კვირებში შეიძლება დაიწყონ.
მანამდე Süddeutsche Zeitung-ში გაჩნდა ინფორმაცია, რომ გერმანია უკრაინისთვის Leopard 1-ების მიწოდებასაც აპირებს.
Leopard 1 ბუნდესვერის შეიარაღებაში მყოფი ძირითადი ტანკის წინა მოდელია, რომელიც 1980-იანების შუა წლებიდან აღარ იწარმოება. მან ადგილი დაუთმო უფრო თანამედროვე Leopard 2-ს. მაგრამ Leopard 1 კვლავაც არის მრავალი ქვეყნის შეიარაღებაში და მას გამუდმებით უტარებენ მოდერნიზაციას. 88 ტანკი, რაც შეიძლება მიიღოს უკრაინამ, მთლიანობაში 100 მილიონ ევროზე მეტი ღირს.

გაზეთ Süddeutsche Zeitung-ის თანხად, Leopard-ის ძველი მოდელი სხვა კალიბრის ჭურვებს იყენებს. ამიტომ არსებობს საბრძოლო მასალის დეფიციტის საფრთხე. ამ საკითხის გადაჭრაზე იზრუნებენ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან.

2023 წლის იანვარში, გერმანიის მთავრობამ გადაწყვიტა უკრაინას გადასცეს 14 ტანკი Leopard 2, რომელიც უფრო თანამედროვე მოდელია.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 თებერვალს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ Leopard-ებზე.

ამასთან, როგორც ცნობილი ხდება, კიევი „ლეოპარდ 1“-ის ტანკებს უფასოდ არ მიიღებს, არამედ გერმანელი მწარმოებლისგან შეისყიდის. ეს უკრაინას დაახლოებით 100 მილიონი ევრო დაუჯდება.
ამასთან ერთად, გერმანია ასევე განიხილავს კატარისგან გერმანული 15 თვითმავალი საზენიტო დანადგარის, „გეპარდის“ გამოსყიდვას და უკრაინისთვის გადაცემას.
მანამდე, გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ გასცემს ნებართვას უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის ტიპის 80 გერმანული ტანკის გადაცემის შესახებ, მათ შორის 14 ტანკს კიევი უშუალოდ გერმანიისგან მიიღებს.

იანვარში გერმანიის მთავრობამ ხანგრძლივი ორჭოფობის შემდეგ გადაწყვიტა, უკრაინას გადასცეს 14 ტანკი Leopard 2, რომელიც უფრო თანამედროვე მოდელია. ასევე გერმანიამ სხვა ქვეყნებსაც მისცა უკრაინაში Leopard 2-ების რეექსპორტის უფლება.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა 2 თებერვალს, სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს მოეპოვება პასუხი უკრაინისთვის მიწოდებულ დასავლურ ტანკებზე, მათ შორის გერმანულ Leopard-ებზე.

აშშ-მა გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს 31 ერთეულ ძირითად ტანკ Abrams-ს.

მსგავსი პოსტები

Back to top button