პუტინმა სომხეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებაზე ხელისმოწერის ბრძანება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთთან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის შეთანხმებაზე ხელისმოწერის ბრძანება გასცა, – გადმოსცემს РИА Новости.

როგორც ცნობილი გახდა, რუსეთი და სომხეთი, კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიისთვის, გაერთიანებულ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას შექმნიან.

“მიიღეთ წინადადება რუსეთის ფედერაციისგან შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად, რუსეთის ფედერაციასა და სომხეთის რესპუბლიკის გაერთიანებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად, კავკასიის რეგიონში კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიისთვის” – ნათქვამია დოკუმენტში.

აგრეთვე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სომხურ მხარესთან მოლაპარაკების გამართვა და რუსეთის სახელით, შეთანხმებაზე ხელის მოწერა დაევალა.

მსგავსი პოსტები

Back to top button