უდუმაშვილი დროებითი მმართველების შეთავაზებაზე უარს ამბობს

“ეს არის უკანონო დოკუმენტი”, – ზაალ უდუმაშვილი გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულებაზე უარს აცხადებს და მოუწოდებს ურთმელიძის მიერ დანიშნულ დროებით მმართველებს შეასრულონ საკუთარი უფლება-მოვალეობები თუნდაც დისტანციურად.

“სურპრიზები ხელისუფლების მხრიდან არ მთავრდება. ჩვენ სრული აფსურდი მოვისმინეთ იმ ე.წ. დორებითი მმართველებისგან რომლებიც ურთმელიძემ დაუნიშნა რუსთავი 2-ს. პირველ რიგში, მაინტერესებს, როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები საჯარო განხილვების საგანი.

დიახ, მე ვადასტურებ, რომ 2 დღის წინ დავით დვალს შევხვდი. 2 საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. მე გავაცანი ის პოზიცია, რაც ჩვენ გვაქვს, თუ რატომ არ იზიარებდა კომპანია იმ პოროცესს, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მე კარგად ავუხსენი მას, რომ ეს იყო ხელისუფლების წარმოებული ბრძოლა და ის იყო ხელისუფლების იარაღი. მას ჰქონდა თავისი პოზიცია. ჩვენ ვერ შევჯერდით. ჩემგან დავით დვალს თანხმობა არ მიუღია და ამით დავშორდით.

მე ძალიან მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრა საყვარელიშვილმა და დვალმა ისე, რომ ჩემი ხელმოწერა არ ყოფილიყო ზედ. ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა და, შესაბამისად, ეს დოკუემენტი უკანონოა. მე ვარ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ამ ვალდებულებას მე ვერ ავიღებ. 3 დღით ადრე რომ მოუნდათ ჩემზე დაეკისრებინათ ვლადებულებები, რაც კომპანიას აქვს გასასტუმრებელი, გასაგებია რაზეც მიუნიშნებს. მათ სურთ კომპანია შეიყვანონ ჩიხში. ამას ვერ მოესწრებით.

მე ამ ვალდებულებებს ვერ ვიღებ, ვინაიდან, ის უკანონოა. თქვენ ბატონებო, თამაზ ურთმელიძისგან ყველანაირი ვალდებულება გაქვთ აღებული. მოსამართლის გადწყვეტილებას თავადაც არ ეთანხმებით. თქვენ გაქვთ ყველანაირი უფლება, შეგიძლიათ დისტანციურად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები და ის ფინანსური ვალდებულებები, რაც კომპანიას გააჩნია, დისტანციურად მართოთ, რადგან თქვენ გააგაჩნიათ წვდომა ბუღალტერიასთან. კეთილი ინებეთ და შეასრულეთ თქვენი უფლება-მოვალეობები,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button