მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

პუტინმა თავის არმიას უბრძანა, გააგრძელოს შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაზე

ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარებაც დააანონსა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის არმიას უბრძანა, გააგრძელოს შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაზე – მას მერე, რაც კრემლის ძალებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს ლუგანსკის რეგიონი.

პუტინმა 4 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის ძალებმა უნდა გააგრძელონ მოქმედება “უკვე დამტკიცებული გეგმის” შესაბამისად და თქვა, რომ მათ წინ უნდა წაიწიონ მთელ რეგიონში, “როგორც ეს ლუგანსკში მოხდა”.

3 ივლისს, გვიან, უკრაინის ძალები გავიდნენ ინტენსიური დაბომბვით გაჩანაგებულ ქალაქ ლისიჩანსკიდან, რამაც რუსეთს საშუალება მისცა გამოეცხადებინა, რომ მთლიანად აკონტროლებს აღმოსავლეთის ლუგანსკის რეგიონს – თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოზიციების დაბრუნების პირობით გამოვიდა.

მას მერე, რაც დედაქალაქ კიევის დაკავება ვერ შეძლო, რუსეთმა თავისი სამხედრო შეტევის ცენტრად უკრაინის აღმოსავლეთი გადააქცია, დონბასის დაკავების მიზნით, რომელიც მოიცავს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებს.

უკრაინის არმიის გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალები ამჟამად დონეცკის რეგიონის ქალაქებს უტევენ.

ამასთან ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უახლოეს პერიოდში უკრაინას ათ თვითმავალ საარტილერიო დანადგარს და საბრძოლო მასალას გადასცემს.

აღნიშნულის შესახებ ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.

მათივე განმარტებით, ბორის ჯონსონი ვოლოდიმირ ზელენსკის „დიდი შვიდეულისა“ და ნატო-ს სამიტებზე გამართული დისკუსიების შესახებ ესაუბრა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს სჯერა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ რუსეთის მიერ ცოტა ხნის წინ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.

ამის შესახებ ბორის ჯონსონი ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის უკან მთელი მსოფლიო დგას და მას სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის მებრძოლები შეძლებენ პუტინის ძალების მიერ წართმეული ტერიტორიების უკან დაბრინებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ლიდერებმა უკრაინიდან მარცვლეულის რაც შეიძლება სწრაფად გატანის მნიშვნელობაც განიხილეს. დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო თანამშრომლობა აქვს პარტნიორებთან და მზად არის, დაეხმაროს უკრაინას ნებისმიერი გზით.

მსგავსი პოსტები

Back to top button