ქაბულში სამლოცველოზე მიტანილი იერიშის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა [Photo/video]

11 ოქტომბერს, ავღანეთის დედაქალაქში მდებარე შიიტურ სამლოცველოში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და მლოცველებს ცეცხლი გაუხსნა. შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი და Reuters-ი ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.
დაღუპულთა შორის ბავშვები და პოლიციელები არიან . 36 ადამიანი მძიმედ არის დაიჭრილი.

ორმხრივი სროლა ორსაათს გაგრძელდა, საბოლოოდ სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედის ლიკვიდაცია შეძლეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯრობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”44086″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button