მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ქალი, რომელსაც COVID-19 დაუდგინდა, საპატრიარქოში მუშაობს

წყნეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ქალს, რომელიც საპატრიარქოში მუშაობს, გუშინ COVID-19 დაუდგინდა.

გარდა ამისა, იზოლაციაშია ერთ-ერთი მონასტერი, რომლის აქტიური მრევლიც ინფიცირებული იყო. ასევე, იზოლაციაში იმყოფებიან თავად საპატრიარქოს თანამშრომლის დედა და შვილიც.

მედიის ცნობით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ქალი 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე ტაძარში იმყოფებოდა და აღსარებაც ჩააბარა. ტაძრის სასულიერო პირები კი, მათ შორის მოძღვარიც, ვინც აღსარება ჩაიბარა, კარანტინში იმყოფებიან.

კორონავირუსით დაავადებული ქალი ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდარის გამო გამოცხადდება თუ არა წყნეთი საკარანტინო ზონად, ეს ჯერჯერობით უცნობია.

ინფიცირებულის დედის თქმით, მისი შვილი თვენახევარია სამსახურში არ ყოფილა და იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა ამას მეზობლები არ ადასტურებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button