ქალის ცემაში ბრალდებულმა ქვეყანა დატოვა

ბათუმში მომხდარ ოჯახური ძალადობის ფაქტზე, საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ოჯახური ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის სასტიკად ცემაში ბრალდებულმა ქვეყანა სავარაუდოდ მომხდარიდან მალევე სარფის პუნქტიდან დატოვა.

ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი სასტიკად სცემა და მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. 27 წლის დაზარალებულის ინფორმაციით, შემთხვევა ღამის 11 საათისთვის ბათუმთან ახლოს, ჩაისუბანში მოხდა.

მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს თავში ჩაარტყა ჩაქუჩი რამდენჯერმე. დაზარალებულს გაბზარული აქვს თავის ქალა და მოტეხილი აქვს ხელი, მთელ სხეულზე კი ცემის შედეგად, მრავლობითი დაჟეჟილობები აღენიშნება.

მსგავსი პოსტები

Back to top button