რამდენი ავტომობილია საქართველოში? – 2016 წლის მონაცემები

რადიო “თბილისის” ექსკლუზივი 

როგორც რადიო „თბილისს“FM93.5, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით საქართველოში, საქართველოს მოქალაქეებზე (ფიზიკურ პირებზე) 921 ათას 921 მსუბუქი ავტომობილია რეგისტრირებული. დედაქალაქში მცხოვრებ მოქალაქეებზე კი 323 ათას 903 ერთეული ავტომობილია.

რადიო „თბილისს“ სამინისტროდან აცნობეს, რომ შს საინფორმაციო ანალიტიკურ დეპარტამენტს არ გააჩნია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენია აქედან მარჯვენასაჭიანი ავტომობილი.

სამინისტრო ასევე არ ფლობს ინფორმაციას ყოველდღიურად რამდენი ავტომობილი გადაადგილდება დედაქალაქში.

რადიო „თბილისი“ დაინტერესდა დედაქალაქში არსებული ავტობუსების რაოდენობითაც, როგორც თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2016 წლის 1 ივნისის მდგომარეობით, თბილისში დამტკიცებულია ავტობუსების მოძრაობის 191 მარშრუტი, რომელსაც ემსახურემა M2 კატეგორიის 2000 ავტობუსი.

მსგავსი პოსტები

Back to top button