მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილი საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მისაცემად ემზადება

მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მისაცემად ემზადება. ექსპრეზიდენტი დღეს რუსთავის ციხეში ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინპექტორის წარმომადგენლებს ელოდება. სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელს პენიტენციურ დაწესებულებაში 15:00 საათისთვის ელოდებიან.

ექსპრეზიდენტთან გამომძიებელს კითხვები გორის ჰოსპიტლის ეპიზოდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა დეტალები ცნობილი არაა. წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილს უფლებადამცველთან ერთად გამოკითხავს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლის შესვლამდე კი, მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მივიდა ერთ-ერთი უფლებადამცველი, გიორგი მშვენიერაძე. მას დაწესებულებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

გამომძიებლებს მესამე პრეზიდენტთან კითხვები გორის ჰოსპიტალში განხორციელებული სავარუდო ძალადობის შესახებ ექნებათ.

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მისი თანაგუნდელი, დეპუტატი რომან გოცირიძე მივიდა. მასთან მიხეილ სააკაშვილი იმ ეკონომიკურ გეგმას განიხილავს, რომელზეც თავად მუშაობს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, საუბარი შეეხება საპარლამენტო კომისიის შექმნასა და ენმ-ს საპარლამენტო ფუნქციებსაც. გოცირიძე მიხეილ სააკაშვილთან მას შემდეგ შევა, რაც ის უფლებადამცველ, გიორგი მშვენიერაძეს შეხვდება

მისი თქმით, დიდი იმედი აქვთ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის სრული მხარდაჭერა ექნება.

ცნობისთვის, დღესვე მიხეილ სააკაშვილს გამოკითხავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი. გამომძიებელს ციხეში დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.

შეგახსენებთ, ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ეკონომიურ პროგრამაზე მუშაობს ამის შესახებ განცხადება გუშინ, ეკა ხერხეულიძემ გააკეთა.

რომან გოცირიძის ხმა

მაქვს სურვილი, გავესაუბრო ყველა კოლეგას, რომელსაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის ბერკეტი შეიძლება ამოქმედდეს და გამოყენებული იქნას განსაკუთრებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით კოლეგებთან შეხვედრას გეგმავს, ნაწილთან კი საუბარი უკვე ჰქონდა.

მისივე თქმით, შეხვდება ასევე იმ პარტიის წარმომადგენლებსაც, რომლებმაც საჯაროდ თქვეს, რომ კომისიას მხარს არ უჭერენ.

„ვიზიარებ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით მათ პოზიციას და მოვისმენ არგუმენტაციას რატომ არ უჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიას, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი ბერკეტები აამოქმედოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ. საუბარს წინ არაფერი უდგას”, – განაცხადა დეკანოიძემ.

რაც შეეხება „გირჩის“ მიერ საჯაროდ გაჟღერებულ პირობებს, დეკანოიძის თქმით, ამ საკითხზე მათთანაც ექნებათ საუბარი.

“მე არ ვიცი რა საგამოძიებო კომისიაზე აქვთ საუბარი, თუ მოლოდინი აქვთ ჩვენი მხრიდან რაიმე საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე ან კანონპრპექტთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე, საუბარი არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button